სამართალი
საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,125 გრ ე.წ. ,,ბიო“ და „მეტადონის“ აბის ნატეხი ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.