პოლიტიკა
ლეიბორისტები შსს-ს გამოძიებას არ ენდობიან

shalvaXსაქართველოს ლეიბორისტული პარტია შსს-ს მიერ ტერორისტული აქტების გამოძიებას არ ენდობა და რუსულ თვალსაზრისს იზიარებს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, თბილისში მომხდარი აფეთქებები სააკაშვილის სპეცსამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

შალვა ნათელაშვილი აფეთქებების ორგანიზების ოფიციალურ ვერსიას უნდობლობას უცხადებს და საქმის გამოსაძიებლად საქართველოში ევროპარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის ჩამოსვლას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს თბილისში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით შსს-მ 4 დეკემბერს თანამზრახველთა ჯგუფი დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის განცხადებით, ამერიკის საელჩოსთან, ვაგზლის ტერიტორიაზე, ასევე რგიკინგზაზე, მუხიანში და ლეიბორისტული პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებსაც რუსეთის თავდაცის წარმომადგენელი ევგენი ბორისოვი ხელმძღვანელობდა.