რელიგია
2010 წლის ნოემბრიდან გერმანიის უძველეს ქალაქ ნიურნბერგში ყოველთვიურად ჩატარდება წირვა ქართულ ენაზე. ნიურნბერგში დაახლოებით 200-300 ქართველი 2010 წლის ნოემბრიდან გერმანიის უძველეს ქალაქ ნიურნბერგში ყოველთვიურად ჩატარდება წირვა ქართულ ენაზე.
ნიურნბერგში დაახლოებით 200-300 ქართველი მართლმადიდებელი ცხოვრობს და მათი დიდი სურვილით და მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით 2004 წელს დაარსდა ნიურნბერგის წმ. გიორგის სახელობის ქართული სამრევლო. ჯერ-ჯერობით საკუთარი ეკლესიის შენობის უქონლობის გამო წირვა აღევლინება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ბერძნულ ტაძარში მისამართზე: Obere Kanal Strasse 35, Nürnberg. სამრევლოს ჰყავს მგალობელთა გუნდი, რომელიც იზრდება და იხვეწება. ნიურნბერგში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისათვის მათ ქალაქში ქართული ეკლესიის არსებობა განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა.www.patriarchate.ge