რელიგია
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
როსენ პლევნელიევმა საქართველოს პატრიარქს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ბულგარეთის ურყევი მხადაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა სამახსოვრო საჩუქრებიც გაცვალეს.
![]() |
![]() |
![]() |