აქტუალური
აგვისტოში თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ეშტონ კარტერს შეხვდება

aqtual-2საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. დაგეგმილი ვიზიტის დეტალები თავდაცვის მინისტრმა ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრისას განიხილა.

“მნიშვნელოვანია, ვიზიტამდე ყველა ის საკითხი გავიაროთ, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში აქტუალურია. მათ შორის, არა მხოლოდ ვარშავის სამიტის ან სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში, არამედ ავღანეთის მისიის დროს დაჭრილ ჯარისკაცებთან და დაღუპული სამხედროების ოჯახებთან მიმართებაში ის კონკრეტული ქმედებები და ღონისძიებები, რომელიც შეიძლება დაიგეგემოს და განხორციელდეს ამერიკულ მხარესთან ერთად. ტრადიციულად, ეს თანამშრომლობა მრავალ მიმართულებას მოიცავს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

aqtual-2-qvem