პოლიტიკა
„რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება აუცილებელი იყო. არ შეიძლება მეზობელ ქვეყანასთან სხვაგვარი ურთიერთობა გვქონდეს!" - პრემიერი ღარიბაშვილი

1-dialog-polit-1-analit-1საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბაქოში პირველი ევროპული თამაშების საზეიმო მიღებაზე მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისთვის ზურგი დემონსტრაციულად არ შეუქცევია, ხოლო მედიის მიერ გავრცელებული ფოტო უბრალოდ იმ დროს არის გადაღებული, როდესაც ის ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგს ესაუბრებოდა.

მისივე თქმით, რუსეთთან საქართველოს პირდაპირი დიალოგის დაწყება აუცილებელია. “ჩვენსა და რუსეთის ურთიერთობებს შორის მთავარი პრობლემა... ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებია, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და სავაჭრო- ეკონომიკური დიალოგი ერთმანეთისგან გავმიჯნეთ და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით დიდ წარმატებას მივაღწევთ. დიახ! ის, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი შეღვათია და კარგია, რომ ეს მოვახერხეთ. რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ჩვენ მხოლოდ დიალოგის გზით უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. დიახ! მაქსიმალურად პრაგმატული კონსტრუქციული დიალოგით უნდა შევძლოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია“... - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პოპულარული ქართული ყოველკვირეული გაზეთი „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ გუშინდელ ექსკლუზიურ ინტერვიუში.