პოლიტიკა
"რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად, თუკი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებდა?" - პრემიერი ღარიბაშვილი

1-avlabar-polit-3-analit-3საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ დაიხარჯა 28 მილიონი მისთვის ახალი რეზიდენციის მშენებლობაზე , თუკი ავლაბრის სასახლის დატოვებას არ აპირებდა.

ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნების რესურსი. თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მივცემთ. ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობა ჩვენ 2012 წელს გავისტუმრეთ! ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში სააკაშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება 360 მილიონი დაჯდა და კიდევ უამრავი უმსგავსი შენობა გვაქვს, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია და მათი აშენებით ჩვენს მოსახლეობას არავითარი სარგებელი არ უგრძვნია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პოპულარულ ქართულ ყოველკვირეულ გამოცემა "ასავალ-დასავალთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.