პოლიტიკა
13 ივნისის მოვლენებიდან ორი კვირის შემდეგ ქვეყანა სტიქიის შედეგების გამოსწორებასა და მიზეზების ანალიზშია

1help-polit-3-analitსაქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. თბილისის მერია, ომბუდსმენის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მუშაობს დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების კომპენსაცია. საზოგადოება მზადაა კვლავაც დაეხმაროს დაზარალებულებს საგანგებოდ შექმნილ საიტზე - www.helptbilisi.gov.ge განთავსებულია დეტალური ინფორმაცია დაზარალებული მოქალაქეების საჭიროების შესახებ.

სოზარ სუბარი: „მიმდინარეობს მოსახლეობის სრული აღწერა. ამის პარალელურად მიდის მუშაობა, რომ დავითვალოთ ზარალი, რომ ძალიან მალე მოხდეს დაზარალებულების დაბინავება. სექტემბრისთვის გზა იქნება სრულად აღდგენილი და სრულად მოხდება გმირთა მოედნის გახსნა.. რაც რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, წინა ხელისუფლების დროს, ყველაფერი დაინგრა. ესეც ცალკე კვლევის საგანი იქნება... მაშინ როცა ჩვენ ამაზე არ ვაკეთებთ აპელირებას, ვამბობთ, რომ გამოძიება თავისას იტყვის, ისინი ამასობაში ცდილობენ ხელისუფლებაზე გადაიტანონ სიმძიმის ტვირთი”.