აქტუალური
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. პროექტის „ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესს გურიის პოტენციალი გააცნო.
როგორც გურიაში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მეჩაიეობის განვითარების პროგრამას მთავრობა უახლოეს პერიოდში წარადგენს.
„გურიისთვის სტრატეგიულად ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი, – ჩაი და თხილი... თუმცა თხილს წელიწადში ერთხელ კრიფავს ფერმერი და ჩაის კრეფა და გადამუშავება თვეების განმავლობაში შეიძლება... საერთაშორისო სტანდარტის ჩაი მოდის გურიაში", – აღნიშნა, კერძოდ, გია სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ინვესტორს, რომელიც გურიაში ჩაის ბიზნესში დააპირებს ინვესტიციის ჩადებას, სახელმწიფო სრულ დახმარებას ჰპირდება.