პოლიტიკა
არასამთავრობოთა კოალიცია 2011 წლის მასმედიის თავისუფლებისთვის ბრძოლის წლად გამოცხადებას ითხოვს

Freemedia1კოალიციაში „ჩვენი უფლებებისთვის“ შემავალი უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოდიან ინიციატივით, რომ 2011 წელი მასმედიის, თავისუფლებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლად გამოცხადდეს. როგორც საქინფორმს კოალიციის „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ დავით ლილუაშვილმა განუცხადა, საქართველო, როგორც მრავალი წლის მანძილზე, 2010 წელსაც რჩება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ტოტალური მასშტაბებით დამრღვევ ქვეყნად. კოალიცია ადამიანის უფლებების შესახებ შეფასებებსა და დასკვნებსაც აქვეყნებს, რომლებშიც ნათქვამია, რომ 2010 წლის განმავლობაში თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების მითითებით პოლიცია დევნიდა გარემოვაჭრეებს, ხდებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა მასობრივი დაპატიმრება, თბილისის სკოლებში მოსწავლეთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მასწავლებლებისა და დირექტორების მასობრივი განთავისუფლება, გაიზარდა უკანონო და პოლიტპატიმართა რაოდენობა, ჟურნალისტთა საქმიანობაში ხელის შეშლა, სამართალდამცავების მიერ მშვიდობიანი აქციების დარბევა. სწორედ ამიტომ მოითხოვენ ისინი 2011 წელი მასმედიის, თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებელობისთვის ბრძოლის წლად გამოცხადდეს.