პოლიტიკა
ელგუჯა ჩხაიძემ გადაწყვეტილება - შეექმნა ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად, მიიღო დამოუკიდებლად, პარტიის გამგეობასთან შეთანხმების გარეშე -„თავისუფალი დემოკრატები“

1-demokrati-polit-1საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობამ იმსჯელა საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება - ელგუჯა ჩხაიძე გარიცხულია პარტიიდან“, - ამის შესახებ განცხადებას პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ავრცელებს.

გაერთიანება ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ჩვენთვის მიუღებელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ არაერთხელ დეკლარირებულ ჩვენს პოზიციას - ,,თავისუფალი დემოკრატები“ არ გეგმავს გაერთიანებას არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან.

პარტიის მხრიდან ძალიან მკაფიო და მყისიერი რეაგირება აღნიშნულ თვითნებობაზე იქნება ზუსტადაც სწორი მესიჯი არა მარტო ჩვენი პარტიის შიგნით, არამედ ყველა იმ პარტიისთვის, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ვინმესთან შევლენ კოალიციაში“, – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების" რეგიონული სამსახურის უფროსმა თამარ კეკენაძემ.