საზოგადოება
მალე პენსიონერებისთვის სპეციალური მაღაზიები გაიხსნება

grocery-storeთბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა მოლდოვის ქალაქ კიშინიოვის დელეგაციასთან შეხვედრისას ქართველი პენსიონერების მიმართ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მალე პენსიონერებისთვის თბილისში სპეციალური მაღაზიები გაიხსნება, "სადაც მოსახლეობის ამ კატეგორიისთვის ფასები 20-30 პროცენტით ნაკლები იქნება. ამასთან, ამ მაღაზიებში პენსიონერებსაც შეეძლებათ დასაქმება". საკრებულო ქალაქის მთავრობასთან ერთად ამ ახალი ინიციატივის მომზადებაზე უკვე მუშაობს. ცნობისთვის: კიშინიოვის დელეგაცია თბილისს დღეს დატოვებს.