პოლიტიკა
35 დევნილმა ოჯახმა, 21 წლიანი მოლოდინის შემდეგ, ახალმოსახლეობა იზეიმა - საცხოვრებელი ბინების გასაღებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ პირადად გადასცა

1-kutaisi-pol-3-mtსაქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა გუშინ ქუთაისის ცენტრში ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.

როდესაც ჩვენი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ხელისუფლებაში მოვიდა, განსაკუთრებულ პრიორიტეტად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სათანადო პირობების შექმნა დავისახეთ. ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ იმ წარმოუდგენელ პირობებში, როგორშიც წლები გაატარეს და ეტაპობრივად ჩვენ დავძლევთ ამ პრობლემას. სწორედ ამ ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართველი მენაშენეებისგან ბინების გამოსყიდვას. ჩვენ უკვე შევისყიდეთ 35 ბინა ამ კორპუსში, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს კიდევ 18 ბინას ჩავიბარებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალმოსახლე ოჯახებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს დევნილი მოსახლეობისთვის გაწეული ზრუნვისთვის.

1-kutaisi-pol-3-1 1-kutaisi-pol-3-2