პოლიტიკა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

1-amiug-polit-1საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. 2015 წლის 6 ივლისს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“-ის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმს ხელი ცესკოსა და საიას თავმჯდომარეებმა: თამარ ჟვანიამ და ანა ნაცვლიშვილმა მოაწერეს.

ორგანიზაციები მზაობას გამოთქვამენ ხელი შეუწყონ სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას, არჩევნების პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო წრეებში. აღნიშნული მიზნების მისაღწევად მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ  საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის ფარგლებში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საპილოტე პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“.