პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის სექტა“!

1-goga-polit-2საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ გადაცემა ,,2030"-ში განაცხადა.

საერთოდ არ განვიხილავ ამ გაერთიანებას, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს არის სექტა, რომლის მიზნები ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია და არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. მათი ყველა მცდელობა მიდის იმისთვის, რომ დასუსტდეს სახელმწიფო. იმიტომ, რომ მათ სახელმწიფო გაიგივებული აქვთ მტერთან. მათი სექტის ბელადი სააკაშვილი გამოდის და უკრაინიდან ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდებს, რომ დაანებონ ქართულ ჯარს თავი, ნუღარ ემსახურებიან თავიანთ სახელმწიფოს, თავის შვილებს და წამოვიდნენ უკრაინაში და მიიღონ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა. ეს აბსოლუტურად პოპულისტური განცხადებაა“, - განაცხადა, კერძოდ, ხაინდრავამ.