პოლიტიკა
საქინფორმის მთავარი რედაქტორისა და მკითხველების მიმოწერა Facebook-ზე სტატიის - „ურთიერთობა რუსეთთან ფუჭდება ისე, რომ დარეგულირებაც ვერ მოასწრო...“, გამოქვეყნების შემდეგ

1-arnoxid-pol-3-an-GEOსაქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. პუბლიკაციამ რუსეთთან ურთიერთობა ფუჭდება ისე, რომ დარეგულირებაც ვერ მოასწრო - ხიდაშელი ანადგურებს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მიღწევებს! - რა უთხრა ხიდირბეგიშვილს რუსეთის გენშტაბის უფროსმა ბალუევსკიმ 8 წლის წინ..." სოცქსელებში გამოხმაურებები გამოიწვია. საქინფორმი დღეს აქვეყნებს მკითხველთა კომენტარებს, რომლებიც რედაქციას საგულისხმოდ მიაჩნია - იმიტომ, რომ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის შეხედულებებს გამოხატავს.

თეიმურაზ ჯაში: ბ-ნო არნო, თქვენს სტატიებს ხშირად ვკითხულობ და ბევრ საკითხში გეთანხმებით კიდეც, მაგრამ მე მგონია, უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ქართულ მხარეს ადანაშაულებთ და არაფერს ამბობთ რუსეთის მხრიდან (რბილად რომ ვთქვათ) უფრო მეტ შეცდომებზე, რამაც საქართველო აიძულა, ზურგი შეექცია რუსეთისათვის, რადგანაც კარგთან ერთად ბევრი სიმწარეც გვახსოვს მათგან. მე ახლა წვრილმანებში არ ჩავალ. ისტორიამ ბევრი ფაქტი შემოგვინახა. რუსებისგან არც ერთხელ არ ყოფილა სინანულის გამოხატვა იმის მიმართ, რაც მათ ჩაიდინეს საქართველოში ამ 200 წლის მანძილზე. რუსებს, როგორც ყოველთვის, დღესაც აწუხებთ "უფროსი ძმის" სინდრომი. მე ყოველთვის და დღესაც მომხრე ვარ რუსეთ-საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის, მაგრამ ეს მეგობრობა თანასწორი უნდა იყოს. მე რომ მკითხო კაცმა, რუსებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ქართველი ხალხის მიმართ იმ სისხლისღვრისა და შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო, რაც მათ ჩაიდინეს 1803 წლიდან 2008 წლის ჩათვლით. აგრეთვე, ძალად შექმნილი ავტონომიების გამო, მე აღარ ვამბობ ხელოვნურად შეცვლილი დემოგრაფიული ვითარების შესახებ და ა.შ. მოკლედ, უფრო სერიოზულადაა საქმე, ვიდრე ჩვენ გვგონია ...

არნო ხიდირბეგიშვილი: ღრმად პატივცემულო ბატონო თეიმურაზ! თუ გაინტერესებთ, წაიკითხეთ ეს პუბლიკაცია და ამ პუბლიკაციის ბოლოში მითითებული 16 პუბლიკაცია - ამაზე მწარე და საფუძვლიანი კრიტიკა (და არა სააკაშვილისეური ისტერიკა!) საკუთარი მისამართით კრემლს არ ახსოვს: http://ru.saqinform.ge/index.php?option=com_content... მე ვაღიარებინე რუსეთის ხელისუფლებას შეცდომები და ამის დასტურია პასუხები, რომლებც, ჩემთვის მოულოდნელად, კრემლიდან მივიღე - იხ. ეს http://arnoxidi.com/m15.htm და ეს http://saqinform.ge/index.php?option=com_content... მსგავს პუბლიკაციებს - ბევრს - ნახავთ, თუ შეხვალთ ან ჩემ პირად საიტზე www.arnoxidi.com ან კიდევ საქინფორმის საიტზე www.saqinfom.ge რუბრიკაში "რედაქციისგან". მე ვადანაშაულებ არა "ქართულ მხარეს", არამედ სააკაშვილს - უკვე მე-12 წელია! მე ქართველი ვარ და მაინტერესებს მარტო ჩემი სამშობლო, ამიტომ ვწერ საქართველოს გზაზე, რომელიც ვიცი, მწამს და მაინც გასავლელია, თუ მოინდომებს ქართველი ხალხი! მე პირდაპირ გეუბნებით - ვარ ივანიშვილის და ღარიბაშვილის მომხრე და თუ გზა (რუსულად "путь") გასავლელია, მზად ვარ, როგორც ხიდირბეგიშვილი, ხიდის როლი - ღირსეულად! - შევასრულო. მე მომავალზე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ დღეს ისტორიაში ქექვისათვის საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის, მითუმეტეს, როცა ეს ისტორია არაერთგვაროვანია... მერწმუნეთ, დიდი დრო დავუთმე ამ 200-წლიანი ისტორიას შესწავლას და თუ მობრძანდებით ჩემთან, ბევრ საინტერესო საბუთს გაჩვენებთ და წიგნებსაც გაჩუქებთ! გეთანხმებით, გზა იოლი გასავლელი არ არის, მაგრამ სურვილისა და პოლიტიკური ნების შემთხვევაში არც ისე ძნელია! "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს" - მეტი არაფერი მინდა! ბოდიშებზე, მოდი, აქ ნუ ვიკამათებთ, აი აქ მართლაც რომ "უფრო სერიოზულადაა საქმე, ვიდრე ჩვენ გვგონია"... ამას გეუბნებით, როგორც საქართველოს უახლოვესი ისტორიის ყველა ომში დაჭრილი და სასწაულებრივად გადარჩენილი...

თეიმურაზ ჯაში: ბ-ნო არნო, მართლაც რომ საინტერესოა იმ მასალების გაცნობა, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ ...

რობერტ ოდეშელიძე: არნო მაგარი კაცი ჩანს, თემურ, სამწუხაროდ არ ვიცნობ და იმედია, როდისმე გავიცნობ. რაც შეეხება რუსეთ-ამერიკის შედარებას: გახსოვთ ალბათ მე-19 საუკუნეში "დამნაშავეებს" გადასახლებაში აგზავნიდნენ საქართველოში, ამავე დროს დეკაბრისტები გადაასახლეს ციმბირში. როგორ გგონიათ, რატომ? მეორე, რუსი სადაც მიდის, პირდაპირ და უხეშად გეუბნება: ეს მე მინდაო, ამ დროს გიჩნდება წინააღმდეგობის გრძნობა, სხვა რომ არა იყოს რა, 1921წელი ხომ გახსოვთ? ეს ძალიან მოკლედ რუსეთზე. რაც შეეხება ამერიკას, ჩემი აზრით, ეს არის ერთგვარი რბილი ეკალი, რომლის ტანში შერჭობას ვერ გრძნობ და შეიძლება ზოგიერთები სიამოვნებასაც განიცდიან, ვინაიდან ამავე დროს ჯიბეში ფულს უცურებენ! შერჭობის მერე საოხრესავით მაგრდება და ქოლგასავით იშლება! სამუდამოდ რჩება ტანში, ან ქირურგიული ოპერაციაა. ჩვენ კი არა ჩვენზე მაგარმა ბიჭებმა, იაპონელებმა ვერ მოიშორეს თავიდან, ოკინავა მათია! თავიდან გეუბნებიან, კი, ეს ყველაფერი თქვენიაო და ამ დროს იყიდიან ყველაფერს. რაში სჭირდებოდათ 8 ჰექტარი საელჩო და რომელ ქვეყანაში აქვთ ასეთი? ეს არის ცრუ-ს დიდი და სამუდამო ბაზა ამიერკავკასიაში! ასაშენებელი აგურიც კი ამერიკიდან მოდიოდა, ჩვენ არ გვენდობოდნენ და თავის ამბავში ალბათ მართლებიც იყვნენ. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ეს იყო ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალი. ვიბრძოდით ამისათვის, მაგრამ გარეულ და შინაურ მტერს ვერ მოვერიეთ. ხელისუფლებაში უხილავმა ძალამ დაგვისვა თავიდანვე ხალხი,რომლებიც დღემდე ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან ძ-სა დახ-ს, წ-სა და -შ-ს, სამაგიეროდ უყვართ ფული, იოლი ცხოვრება და არიან ნაგლები და მიმწოლები. ჩემი აზრი ასეთია: ჯერ დავიბრუნოთ ღირსება, რომ პატივისცემით შეგვხედონ, მერე ვიბრძოლოთ ნეიტრალიტეტისათვის, რომლის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი ვიყავი და ვიქნები. რა თქმა უნდა, თუ ეს დაგვიანებული არ არის, კარგი იქნება, თუ ვინმე დაგვარწმუნებს....

თეიმურაზ ჯაში: ჩემო რობერტ, ამერიკელები რა ნაგვებიც არიან, ეს უკვე ყველამ კარგად იცის. აქ საუბარია კონკრეტულად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. არ შეიძლება ყველაფერში ქართული მხარის დადანაშაულება. კი, ქართველებსაც ბევრი აქვთ მიქარული, მაგრამ ჩვენ არავისი ტერიტორიები არ დაგვიპყრია. რუსეთმა კი პირიქით, ჩვენი ტერიტორიები მიისაკუთრა, თუნდაც სოჭიდან დაწყებული, დღევანდელი აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი დამთავრებული. რუსებს რატომღაც სწყინთ, "ოკუპანტს" რომ ვეძახით, არადა ეს ასეა. ფაქტებს ვერ გაექცევი. ამიტომაც ვამბობ, რომ რუსი დამნაშავეა, როგორც მოძალადე და ასევე, ჩვენც ქართველები, რომ უტვინოდ ვიქცეოდით ამ მოძალადის მიმართ. ამიტომაც ნუ სწყინთ რუსებს, "ოკუპანტს" რომ ვუწოდებთ. აღიარონ, რომ ოკუპანტები არიან და ამის შემდეგ შესაძლებელია მათთან დიალოგის დაწყება... ხოლო რაც შეეხება ამერიკელებს, ამ ფილმითაც კარგად ჩანს https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=pWiq7l6poQk ქართულად! „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ ფილმში აღწერილია, თუ როგორ შენიღბულ ფორმებს იყენებს ამერიკა სხვა ქვეყნების დასამონებლად და საბოლოოდ გასანადგურებლად…

და საერთოდ, ჩემთვის ერთნაირად მოძალადე დამპყრობელია რუსიც, თურქიც და ამერიკელიც და, აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი დამნაშავენი ისევ ჩვენ, ქართველები ვართ, რადგანაც ყოველთვის გაუაზრებლად და უტვინოდ ვიქცეოდით...

არტურ ზახაროვი: დაე რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში სხვა პოლიტიკის  გატარება დაიწყოს. უფრო კომერციულის, აქ ბევრი პროექტია, რომლებსაც უბრალოდ რეალიზაცია სჭირდება, რუსეთმა ე. წ. რებრენდინგი უნდა მოახდინოს, რათა მისი ქმედებები უფრო ჰუმანურად გამოჩნდეს და ბიზნესს დაეფუძნოს. უნდა გაქარწყლდეს ცუდი სახელი, ამას კარგად ახერხებენ სხვები, ამიტომაცაა ასეთი სიტუაცია, ჯარებს ის არ გაიყვანს, თუმცა არა იმიტომ, რომ საქართველოზე თავდასხმას აპირებს, მაგრამ არსებობს ნატოს შემაკავებელი ფაქტორი, შექმნილია ბუფერული ზონები. ეს მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ, მოწინააღმდეგეები ხომ ყოველთვის გამოიყენებენ ტერმინს - ოკუპაცია. მსოფლიო იცვლება და დღევანდელი გამოწვევები ეკონომიკაში არ აძლევს უფლებას ქვეყანას, რომელსაც ზესახელმწიფოს ამბიციები აქვს, აწარმოოს ხისტი პოლიტიკა და არა მოქნილი და ინტეგრირებული.

გივი ხოსროშვილი: რუსეთს არ სჭირდება პოლიტიკის წარმოება, დაე გაუხსნას საზღვრები ჩვენს მოქალაქეებს და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ირინა მიროტაძე: ბატონო არნო, დიდებულად აფასებთ არსებულ სიტუაციას, მაგრამ აფასებთ მხოლოდ. თუ თქვენ არა და თქვენისთანა ადამიანების აქტიურობა, რა იქნება? ვინ არის ხიდაშელ-უსუფაშვილი, თუ თქვენ და თქვენისთანა გაუძღვება ხალხს, დაანახვებს მათ სიმართლიეს და ქვეყნის განვითარების სწორ მიმართულებას. ხალხი დიდი ძალაა. თქვენ მალე იტყვით, ხომ ვამბობდი, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდებაო. მე და პოლიტიკა ისე შორს ვართ, როგორც ცა და დედამიწა, მაგრამ ვხვდები, რომ არაეროვნული ხელისუფლება გვყავს.