შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე კომორის კუნძულების დროშით მცურავი გემი დააკავა
საქართველო, 8 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა), კომორის კუნძულების დროშით მცურავი გემი „
BERRA G“ დააკავეს.
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.