პოლიტიკა
„აუცილებელია, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება გაგრძელდეს და ჩვენ ამ გზაზე აბსოლუტურად შეუპოვარი ვიქნებით!“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1-ukrepl-polit-1საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან მურუსიძეს პარლამენტში გადაგზავნილ, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, რომელზეც კონსულტაციები პარლამენტში გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ხელს შეუწყობს სასამართლოს მაქსიმალურ გაძლიერებას.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა მთავრობის აქტიური დახმარება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ კორუფციის რისკები სასამართლოში, რადგან კორუფცია არის დამანგრეველი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა სასამართლოს შიგნით. საჭიროა კონსულტაციების და დიალოგის გზით გადავწყვიტოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი საკითხი“, - განაცხადა, კერძოდ, პრემიერმა და აღნიშნა, რომ სასამართლოზე საუბრისას მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პოლიტიკოსებმაც.