პოლიტიკა
გენერალი კაპანაძე: „ჩვენი თანამშრომლობა - ეს არის ძმობა იარაღით!“ - საქართველოში ოფიციალურად დაიწყო ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ (ვიდეო)

1-general-polit-2საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. სწავლების გახსნის ცერემონიალი ვაზიანში,  IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.  ნატოს სამხედრო სწავლება, რომელშიც  პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს (ვიდეო იხ. აქ).

სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დაწყება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა.

ქართველმა სამხედროებმა ძალიან ბევრ საერთაშორისო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა და დღესაც აგრძელებენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ მსოფლიო უსაფრთხოებაში თავისი წვლილის შეტანას. ჩვენი თანამშრომლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ პარტნიორობა - ეს არის ძმობა იარაღით“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება. სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები ჩამოვიდნენ. სწავლებაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი.