სამართალი
საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით 11 პირი დააკავა

1-patrul-samart-2საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი - ზურაბ გ, ირაკლი ც, გიორგი თ, ლაშა დ, ვასილ ლ, სოლომონ ლ, ზაზა პ, გიორგი თ, ხვიჩა ს, მამუკა მ. და გელა გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, გადაზიდვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

ამავე ფაქტზე ასევე ამხილეს 9 წევრი: ნანა ს., ლიკა რ., თამთა კ., მზია მ., რამიკო მ., ელისო ჯ., ზურაბ ხ., ვლადიმერ . და თამაზ .

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის დათვალიერებისას გლოკ 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 20 ვაზნა ამოიღეს. ავტომანქანის მძღოლი ზურაბ , და მგზავრი ირაკლი . შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ბრალდებულები ხვიჩა ს, გიორგი . და მამუკა . შეთანხმდნენ, რომ გადაეზიდათ და გაესაღებინათ ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გლოკ 19“-ის და გლოკ 17“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაშიც მათ სხვა დაკავებული და მხილებული პირები ეხმარებოდნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2014 წლის ივნისიდან დღემდე ქალაქ გორსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გლოკ 19“-ის და გლოკ 17“-ის მოდელის 20-მდე ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაცია მოახდინეს.