სამართალი
ესპანეთმა კალაშოვის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო

KalashovXესპანეთის სასამართლომ ზაქარია კალაშოვის საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება დაამტკიცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, მეტსახელად შაქრო მალადოის საქართველოში ექსტრადირება საქართველოს პრეზიდენტისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

 

კალაშოვმა ესპანეთში პირობით პატიმრობაში 4 წელი გაატარა. ის 2006 წელს ესპანეთის პოლიციამ "ფულის გათეთრების" ბრალდებით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. თბილისში მას 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება.