პოლიტიკა
ერთი თვის წინ პეკინში შექმნილი აზიის ბანკი, 500 მლრდ დოლარის კაპიტალით, საქართველოში მუშაობას და „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებას იწყებს
1-bank-polit-2საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 57 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები და ახლად დაფუძნებული ბანკის გენერალური მდივანი ეწვევიან.
ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდა. ახალი ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტს ხელი 28-29 ივნისს, პეკინში მოეწერა. ბანკი მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მისი კაპიტალი დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი იქნება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჩინეთში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას დაუდასტურეს, რომ მზად არიან, როგორც ახალი ბანკის, ისე სხვა ინსტიტუტების მეშვეობით, ხელი შეუწყონ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით კი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას.