პოლიტიკა
„მედიის დამოუკიდებლობა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს მთავრობის ერთ ერთი უმთავრესი პრიორიტეტია” - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება

1-media-polit-3-analitსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას - „საბიუჯეტო სახსრები სიძლვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მედიაშიდა განცხადებებს, რომლებიც აღნიშნული კვლევის შედეგებს ეყრდნობა (რის შესახებაც გუშინ საქინფორმი იტყობინებოდა).

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ერთი მედიასაშუალება, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, პრივილეგირებული მიდგომით არ სარგებლობს. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის თავისუფლებას და უზრუნველვყოფთ თანაბარ პირობებს ყველა მედიასაშუალებისთვის.

რაც შეეხება MDF-ის კვლევაში დასახელებული მედიასაშუალებების საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების საკითხს, საუბარია არა კონტრაქტებზე, არამედ, ბეჭდური პრესის გამოწერაზე, განურჩევლად მათი საინფორმაციო პოლიტიკისა. ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს გამოწერილი აქვთ ყველა ბეჭდური გამოცემა, მათ შორისსაქართველოს რესპუბლიკა“, „ასავალ-დასავალი“, „ტაბულადა .. აქვე განვმარტავთ, რომ ამ შემთხვევაში, ხელშეკრულება ფორმდება პრესის გამავრცელებლებთან და არა - ამა თუ იმ მედიასაშუალებასთან.

მედიის დამოუკიდებლობა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის გარშემოც ყველა სახელმწიფო უწყება ერთიანია“.