პოლიტიკა
8:3 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ - პრემიერი აშშ-ის საელჩოში ამხანაგურ მატჩს დაესწრო (ფოტო და ვიდეო)

pol-1-mtსაქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს აშშ-ის საელჩოს გუნდთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად დაესწრო (ვიდეო იხ. აქ).
ამხანაგურ მატჩში პირველი გოლი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიტანა.
მატჩის დასაწყისში გუნდები პრემიერმა, აშშ-ის ელჩმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გაამხნევეს. აშშ-ის ელჩის რანგში ერთ-ერთ ბოლო ღონისძიებაზე, რიჩარდ ნორლანდს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის, დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის. ნათქვამია, როგორ ელჩსაც აგზავნიან ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულებაზე მიუთითებს. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ბატონი რიჩარდ ნორლანდი გამორჩეულად, განსაკუთრებულად შერჩეული ელჩია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩსა და მის ოჯახს წარმატებები უსურვა.
ამხანაგური მატჩის დასასრულს, პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს გამარჯვება მიულოცა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

pol-1-1 pol-1-2
pol-1-3 pol-1-4
pol-1-5 pol-1-6
pol-1-7 pol-1-8
pol-1-qvem