პოლიტიკა
„პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებელია!“ - საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

polit-2-analitსაქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. 2015 წლის 9 ივლისს, მოსკოვში ვიზიტის მსვლელობისას, პარტია დემოკრატიული მოძრაობისლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სიმამაცე არ ეყოფა ქართულ-რუსული დიალოგის უმაღლეს დონეზე წარმართვისათვის.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს პარლამენტის ექს-თავმჯდომარის ამ განცხადებას შემდეგი კომენტარი გაუკეთა:

პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებელია,“  - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს პარასკევს, 10 ივლისს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გონივრულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენაა მიმართული.

„საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს სტაბილურობის მორღვევას ამ ქვეყანაში, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს ომს ამ ქვეყანაში და საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც აქვს გონივრული, პრაგმატული, ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკა. სწორედ ეს არის ის, რასაც მე სიმამაცის მაგალითად მივიჩნევ. გონივრული პოლიტიკის განხორციელება არ არის ადვილი საქართველოსთვის და რაც ადვილი არ არის ის სიმამაცეა“, -  განაცხადა წულუკიანმა.