პოლიტიკა
“აღნიშნული პროვოკაციული ქმედება საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე არ იმოქმედებს!” - საქართველოს პრემიერ-მინისტრo ირაკლი ღარიბაშვილი (ვიდეო)

polit-3-analitსაქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. აზერბაიჯანში "გაბალა"-"დინამოს" თამაშზე მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას. საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებას (ვიდეო იხ. აქ).

„ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ. როგორც გახსოვთ, შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები ჩვენი, ანუ საქართველოს სახელითაც მოქმედებდნენ. ახლა იგივე მოხდა აზერბაიჯანის სახელით. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ - ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, უნდა ვიფიქროთ მხოლოდ პროგრესსა და განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.