სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

samart-2საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ხაგან . ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ფონიჭალაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.