სამართალი
შსს-მ უკანონო თევზჭერის ფაქტზე სამი პირი დააკავა

samart-3საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ბრალდებით სამი პირი: ვალერიან მ, გიორგი . და ბესიკ . გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას უკანონოდ დაჭერილი 15 კილოგრამი თევზი, ბადეზე მიმაგრებული ელექტროშოკის აპარატი და აკუმულატორი ამოიღეს. ბრალდებულებმა აღნიშნული თევზი კასპის რაიონში, სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში უკანონოდ დაიჭირეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.