პოლიტიკა
„ეს არის შედეგი წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკისა! აუცილებელია დამატებითი ფორმატის შექმნა, რადგან აბაშიძე-კარასინის ფორმატი პოლიტიკურ საკითხებს ვერ არეგულირებს” - ვიცე-პრემიერი კახი კალაძე

polit-1-analitსაქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ კახა კალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
კალაძის თქმით, ის რაც ახლა ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, 2008 წლის შემდეგ დაიწყო და ,,ეს არის შედეგი წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკისა“.
ვიცე-პრემიერის თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი შედეგიანია ეკონომიკური თვალსაზრისით, კერძოდ, ქართველმა გლეხმა შვება იგრძნო მას მერე, რაც რუსეთში პროდუქცია გააქვს.

,,როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში დავიწყეთ საუბარი, რომ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. ჩვენ ამაზე პარტნიორი ქვეყნებიც მოგვიწოდებდნენ, ამ მიმართლებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახით და გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები. ეს მნიშნელოვანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ვითარებისთვის. პოლიტიკურად ჩენ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, მნიშვნელოვანი იქნება სხვა ფორმატის მოფიქრება, რომ მოხდეს ურთიერთობების დალაგება. ამაზე გუნდში იქნება საუბარი“, - აცხადებს კალაძე, თუმცა მისი თქმით, რთულია იმის თქმა, რუსეთი მოხსნის თუ არა საოკუპაციო ბანერებს.