პოლიტიკა
„რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა არ იგეგმება!“ - საგარეო საქმეთა სპიკერი დავით კერესელიძე ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს ჭკუას არიგებს...

polit-2საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ფორმატი, რომელიც რუსეთთან საქართველოს აქვს, ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. რაც შეეხება, პარალელურ, აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ის მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ჟენევის საერთაშორისო ფორმატი არის ის ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს პრეტენზია და უფლება, ვესაუბროთ რუსულ მხარეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, იმ საკითხებზე, რომელიც არის ჩვენთვის აქტუალური. რაიმე ახალი ფორმატის შექმნაზე არანაირ საუბარი არ არის, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში ეს არ იგეგმება", - განაცხადა დავით კერესელიძემ.