პოლიტიკა
„ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმა, შეიძლება შეფასდეს პროვოკაციად, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება“ - ირაკლი ღარიბაშვილი
1-baner-pol-1-anსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, დიალოგისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით ურთიერთობის დარეგულირება და დეოკუპაციისა და ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის პროცესების დაწყება. ვიმედოვნებ, რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და ეს პროცესი შეჩერდება, ვინაიდან ეს არც ერთ მხარეს არ წაადგება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს განვავითაროთ კონსტრუქციული, პრაგმატული ურთიერთობები და დავარეგულიროთ დიალოგის გზით, მაგრამ პრინციპულები დავრჩებით ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენს ტერიტორიებს - ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს. მინდა, ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ვიყენებთ და გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს“, - განაცხადა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოებას, პრემიერმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ იგეგმება. „ის ფორმატი რაც გვაქვს, დარჩება, მეორე არის ჟენევის ფორმატი. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.