პოლიტიკა
გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

1kirbi-polit-3საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-ის პოზიცია უცვლელია.

ჩვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ, ნათელი რჩება. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, დაკისრებული ყველა ვალდებულება. გამოიყვანოს ჯარები კონფლიქტის წინა პოზიციებზე, შეცვალოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიღება", - განაცხადა ჯონ კირბიმ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია რუსთავი-2” ავრცელებს.

10 ივლისს რუსეთის ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერები აღმართეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი.