უცხოეთი
სააკაშვილის უკრაინა გადაჭრით გმობს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დადებულ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას" და აღნიშნული ნაბიჯი მიაჩნია რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

1ukr-zar-1საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. წითელუბანსა და ორჭოსანთან ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს უკრაინა გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა გმობს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დადებულ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას" და აღნიშნული ნაბიჯი მიაჩნია რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად და უგულვებელყოფად. უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის (საქართველოს) ანექსიის წინააღმდეგ კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.

"ტერიტორიების მიტაცება იმ რაიონებში, რომლებიც ესაზღვრება დასახლებულ პუნქტებს წითელუბანსა და ორჭოსანს, რაც ამ დღეებში განხორციელდა, ადასტურებს რეგიონში რუსეთის მცოცავ ანექსიას. საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარვევა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე აგრესია თანამედროვე მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას არღვევს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.