უცხოეთი
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „ინტერნეტში დავიწყების უფლების შესახებ“, რომელიც მოქალაქეს ნებას რთავს, მიმართოს საძიებო სისტემას თხოვნით, აიღოს მის შესახებ არასასურველი ცნობების ბმულები

1put-zar-2საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. კრემლის პრესამსახურის ცნობით,ფედერალური კანონით დგინდება, რომ საძიებო სისტემის ოპერატორი ფიზიკური პირის (განმცხადებლის) მოთხოვნით, ვალდებულია შეწყვიტოს ცნობების გაცემა საიტის გვერდის მისამართზე ინტერნეტში, რომელიც განმცხადებლის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას იძლევა. „გამონაკლისს წარმოადგენს ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებების ნიშნებს შეიცავს და ასევე, ინფორმაცია ფიზიკური პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელსაც სასჯელი არ მოუხდია ან ბრალდება არ მოხსნია“, - დააზუსტეს კრემლში.

საძიებო სისტემის ოპერატორს განაცხადის განხილვისათვის 10 სამუშაო დღის ვადა ეძლევა. ამასთან, პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. კანონი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.