უცხოეთი
ირანმა და „ექვსეულმა“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ატომის შესახებ - მოლაპარაკებები მოქმედებების ერთობლივი გეგმის მიღებით დასრულდა, რომლის შესრულებაც მთლიანად მოუხსნის ირანს უწინ დაწესებულ ეკონომიკურსა და ფინანსურ სანქციებს
1iran-zar-3საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ირანმა და საერთაშორისო შუამავალთა „ექვსეულმა“ 14 ივლისის ღამეს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების შესახებ. „მზადაა, ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ!“ - დაწერა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ტვიტერზე. ურთულესი მოლაპარაკებები მოქმედებათა ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის მიღებით დასრულდა, რომლის მიღებაც მთლიანად მოუხსნის ირანს უწინ დაწესებულ ეკონომიკურსა და ფინანსურ სანქციებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან.