პოლიტიკა
პრემიერმა ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა
1elCi-polit-1საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ამერიკის ელჩთან გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა რიჩარდ ნორლანდს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ–ს ურთიერთობების საკითხები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილეს. რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.