პოლიტიკა
გოგა აფციაური: „ჟურნალისტიკის ფუნქცია არ არის აპროტესტოს პოლიტიკური საკითხები. დღეს, ღამით, სოფელში რუსები რომ შევარდნენ და ჯავრი იქაურებზე იყარონ, ვინ იქნება პასუხისმგებელი?“

1afciaur-polit-2-analitსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. სამწუხაროა რომ მე და ზოგიერთ ჩემს კოლეგას ჟურნალისტიკის არსი სხვადასხვანაირად გვესმის, - ასე ეხმაურება Facebook-ის პირად გვერდზე რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი გოგა აფციაური 14 ივლისს სოფელ ხურვალეთში  მოწყობილ საპროტესტო აქციას, სადაც ჟურნალისტებმა რუსი მესაზღვრეების მიერ აღმართული სამხრეთ-ოსეთის საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოიტანეს.

„აგრესია აგრესიით არ მარცხდება და უფრო დიდ აგრესიას შობს. დღეს, ღამით, სოფელში რუსები რომ შევარდნენ და ჯავრი იქაურებზე იყარონ, ვინ იქნება პასუხისმგებელი? ჟურნალისტიკის ფუნქცია არ არის აპროტესტოს პოლიტიკური საკითხები. ამ შემთხევევაში გვინდა თუ არა, რომელიღაცა პოლიტიკური ან სახელმწიფო ხელისუფლების ბანაკის წევრები ვხდებით, აქედან კი პროპაგანდამდე აღარაფერი რჩება, პროპაგანდა კი პირდაპირი გაგებით კლავს. უკვე ვიცი, რა კომენტარებიც წამოვა, თქვენი პატრიოტული გრძნობებიც მესმის და გულწრფელად მჯერა, რომ გიყვართ სამშობლო, მაგრამ ეს უფრო სამოქალაქო პოზიციიდან უნდა იყოს და არა ჟურნალისტიკის საზომიდან. ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას,- თქვა მამარდაშვილმა“, - წერს გოგა აფციაური.