უცხოეთი
„სულიერი და ეკონომიკური კრიზისი ევროპაში რეალობად იქცა, რაც დაგვაფიქრებს - რამდენად საჭიროა აზერბაიჯანის ინტეგრირება ევროპის სტრუქტურებში?“ - ალიევი ევროპასთან ინტეგრაციის აუცილებლობაში დაეჭვდა

1alievi-zar-2-anსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. უკვე რამდენიმე ხანია ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში აუცილებელია თანამშრომლობის ახალი მექანიზმების, ფორმატისა დ აკონცეფციის შემუშავება, - მოჰყავს ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვები Contact-ს.

აზერბაიჯანი არ შეერთებია ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებას, რადგან ეს არ პასუხობს ჩვენს ინტერესებს. ეს შეთანხმება არ ითვალისწინებდა თანაბარუფლებიან თანამშრომლობას და მხოლოდ „მითითებების სიას“ შეიცავდა. ეს ჩვენთვის ხელსაყრელი არაა, რადგან აზერბაიჯანი ყველა ქვეყანასა და ორგანიზაციასთან თანაბარუფლებიან ურთიერთობებს ამყარებს“, - განაცხადა ალიევმა. „ეს შეიძება იყოს შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ანდა უბრალოდ შეთანხმება თანამშრომლობისა ან პარტნიორობის შესახებ. თუმცა, ეს უნდა ითვალისწინებდეს აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ალიევმა და ეჭვი გამოთქვა ევროინტეგრაციის მიზანშეწონილობაში.