უცხოეთი
„ევროზონის 19 ქვეყნის სტაბილიზაციის ფონდი (European Stability Mechanism, ESM) 50 მლრდ ევროს საბერძნეთის დახმარების მესამე პროგრამის დასაფინანსებლად მიმართავს” – ESM-ის ხელმძღვანელი კლაუს რესლინგი

1-fond-zar-2საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ევროკომისიამ დაადგინა, რომ სიტუაცია საბერძნეთში შეიცავს რისკებს ფინანსური სტაბილურობისათვის ევროზონაში. ეს საშუალებას აძლევს ESM-ს, გამოყოს სახსრები ქვეყნის მხარდასაჭერად, განაცხადა რესლინგმა გერმანიის ტელეკომპანია ARD-თან ინტერვიუში.

საბერძნეთის დახმარების მესამე პაკეტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ქვეყნის საბანკო სისტემას კოლაფსი ელის“, - ციტირებს მის სიტყვებს სააგენტო „ბლუმბერგი“. „თუ საბერძნეთის ოთხი უმსხვილესი ბანკი მუშაობას შეწყვეტს, შედეგები საკმაოდ სავალალო იქნება, თანაც არა მარტო საბერძნეთის, არამედ მთელი ევროზონისათვის“, -დასძინა რესლინგმა.