პოლიტიკა
საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ ვაშენებთ რეალურ დემოკრატიას ქვეყანაში. მათი უფლებაა, ჩაატარონ აქცია და მათ მიერ დატოვებულ პრობლემებზე ახლა ისაუბრონ. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ დღეს ქვეყანაში დამატებით გვყავს 25 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, გვაქვს 150-მდე დაკარგული სოფელი; ბანერები რომლებზეც ვსაუბრობთ და დაკარგული ტერიტორიები არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის „დამსახურება“. ასობით ჩვენი დაღუპული ჯარისკაცი და მოქალაქე და მთელი სტრატეგიული ობიექტების გასხვისება რუსებზე არის მათი დამსახურება. ეს არის რეალობა და ამას სჭირდება გაპროტესტება. 500 კაცი იქნება თუ - 50, შეუძლიათ შეიკრიბონ და გააპროტესტონ, რაც უნდათ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას და შევუქმნით ჩვენს შვილებს უკეთეს მომავალს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და პროვოკაცია უწოდა საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს. „მთავრობას აქვს საკუთარი პოლიტიკა და ჩვენ უკეთ ვაფასებთ რისკებს... თუ ვინმე კიდევ გაბედავს, როგორც ის ბიბლიოთეკის გამგე, რაიმე პროვოკაციას, პირდაპირ მოვუწოდებ პოლიციას, იმოქმედოს კანონის მიხედვით და უმკაცრესად დასაჯოს ასეთი ავანტიურისტები და პროვოკატორები“, - აღნიშნა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.