უცხოეთი
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორი-რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომის გმირი კი არა, ყბედია!

1makein-zar-2საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ის ომის გმირი არ არის. გმირს მხოლოდ იმიტომ ეძახიან, რომ ტყვედ ჩავარდა. მე მიყვარს ადამიანები, ვინც ტყვედ არ აუყვანიათ, - განაცხადა ტრამპმა აიოვას შტატში, რელიგიურ კონსერვატორებთან შეხვედრაზე, მას შემდეგ, რაც ღონისძების წამყვანმა მაკკეინს ომის გმირი უწოდა.

გარდა ამისა, მილიარდერმა გააკრიტიკა მაკკეინის საქმიანობა სენატში ვეტერანების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. „ჯონ მაკკეინი ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ არაფერს აკეთებს“, - განაცხადა ტრამპმა, რომელიც მოჰყვა, რომ ვიეტნამის ომის დროს სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენა არმიაში სამსახურის გადავადება სამედიცინო მონაცემებით. „მე არ ვყოფილვარ ვიეტნამის ომის მომხრე“, - აღნიშნა მან.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სააკაშვილის მაგობარი - „ამერიკელი ქართველი“ ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომის დროს მფრინავ-გამანადგურებლად მსახურობდა ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებში. მისი თვითმფრინავი ჰანოაში ტბის თავზე ჩამოაგდეს, საიდანაც ვიეტნამელებმა გამოათრიეს და ტყვედ აიყვანეს. ტყვეობაში მაკკეინმა 5 წელი გაატარა, სადაც გადაბირებული იქნა საბჭოთა დაზვერვის მიერ და დიდ კომფორტში იმყოფებოდა.