უცხოეთი
ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს უკრაინაში ამერიკის ელჩ ჯეფრი პაიეტს შეხვდა და შეუთანხმდა, რომ გუბერნატორის ახალ გუნდს ხელფასს აშშ-ის მთავრობა გადაუხდის!

1jefri-zar-3-anსაქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს, უკრაინაში აშშ-ის ელჩ ჯეფრი პაიეტს, შეხვედრის მიმდინარეობისას შეუთანხმდა, რომ ამერიკის მთავრობა სახსრებს გამოჰყოფს გუბერნატორის ახალი გუნდის ხელფასებისათვის. ამასთან, მიღწეული იქნა შეთანხმება ოდესის ახალშექმნილი პოლიციის მომზადების თაობაზე ამერიკელი პოლიციელების მიერ კალიფორნიიდან.

შევთანხმდით, რომ კალიფორნიელი პოლიციელები ოდესის ახალ პოლიციას გაწვრთნიან. ასევე, ოდესის ანტიკორუფციული შეტევის ფარგლებში ამერიკის მთავრობა დათანხმდა სახსრების გამოყოფაზე სააკაშვილის ახალი გუნდისათვის“, - დაწერა სააკაშვილმა ორშაბათს თავის ფეისბუქ-გვერდზე.