პოლიტიკა
"შეიქმნა ილუზია თითქოს მიწები წაგვართვეს. არანაირი საზღვრის გადმოწევა ან გადმოწევის მცდელობა არ მომხდარა" - დავით კერესელიძე

1iluzia-polit-2საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი დავით კერესელიძის განცხადებით, რომელიც მან გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოწევის ილუზია  საზღვრის დელიმიტაციამ შექმნა.

სიტუაცია არის შემდეგი, საბჭოთა კავშირის დროს აქ იყო მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი, იმ მოსახლეობას, რომელიც არის აღშფოთებული, შეეძლო გადასვლა უფრო წინ, ვიდრე ახლა, მას შემდეგ რაც საზღვარი არის დელიმიტირებული, იქ დადგნენ სომეხი მესაზღვრეები. მესაზღვრეს თავისი მოვალეობის გამო უფლება აქვს იქ არ შეუშვას საქართველოს მოქალაქეები, ამიტომ იმ გაგებით, რომ მე გავდიოდი 10 მეტრით უფრო ღრმად და ახლა ერთი მეტრით შევდივარ, შექმნა ილუზია, თითქოს მიწები წაგვართვეს. რეალურად არანაირი საზღვრის გადმოწევა 10 ჰექტრით არ ყოფილა", - აღნიშნა, კერძოდ, კერესელიძემ.

მედიაში გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ საზაქენდში 10 ჰექტრით მოხდა საზღვრის გადმოწევა.