პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: „ფაქტობრივად, არ მქონდა არჩევანი… მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ რთულ ვითარებაში, ვგულისხმობ თქვენს საზღვართან შექმნილ ძალიან უცნაურ სიტუაციას!“

1-salami-polit-2-analitსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს უმასპინძლა.   პირისპირ შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს.

საქართველოს პრეზიდენტი:

ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგესალმებით და მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამ რთულ ვითარებაში, რომელიც ახლა საქართველოშია, თქვენ გამონახეთ დრო ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისათვის და ყურადღება გაამახვილეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე.

თქვენი აქ ყოფნა, საქართველოსა და ევროკავშირის უწყვეტი პარტნიორობის და საერთო ღირებულებების გამოხატულებაა; ადასტურებს, რომ ჩვენ მომავალისადმი საერთო ხედვა გვაქვს და, რა თქმა უნდა, იმ რთულ პერიოდში, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის უწყვეტი ოკუპაციის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და ევროკავშირის ლიდერი, რომელიც ფიქრობს თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ქვეყნის თავისუფალ არჩევანზე, სტუმრობს საქართველოს.

მოხარული ვარ მოგესალმოთ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენს ქვეყანას ახალ რანგში სტუმრობთ და მჯერა, რომ თქვენს ვიზიტს საქართველოსათვის ისტორიული მნიშვნელობა ექნება.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით საქართველოში სტუმრობისათვის. ეს არის ჩვენი უწყვეტი სვლა და ვხედავთ, რომ მივდივართ მომავლისაკენ საერთო მიმართულებით. კიდევ ერთხელ გმადლობთ“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:

პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოპატიჟებისთვის. მართალია, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში და აქ არ ვიმყოფებით იოლი საქმისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, განსაკუთრებით ამ სირთულეების წინააღმდეგ, არა მხოლოდ თქვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპასა და მსოფლიოში. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია დაგიდასტუროთ, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ რთულ ვითარებაში, ვგულისხმობ თქვენს საზღვართან შექმნილ ძალიან უცნაურ სიტუაციას, არამედ, ასევე ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობისა და, რა თქმა უნდა, ორმხირივი შეთანხმებების საფუძველზე.

დღეს ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს, რომ მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას ევროპასა და საქართველოს შორის საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.

ფაქტობრივად, არ მქონდა არჩევანი, ეს ჩემი ვალდებულება იყო გამომეძებნა დრო და ჩამოვსულიყავი თქვენთან, რაც ჩემთვის დიდი პატივია“.