სამართალი
როგორც გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გენერალი ჟაბო საკმაოდ კმაყოფილია ახალი საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების მიზნით წარმოებული სამუშაოებით.
„ბრიგადის გენერალი ლასლო ჟაბო ხშირად ჩამოვა საქართველოში და მისი ვიზიტი აუცილებლად წაადგება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებას“,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
„საქართველოში მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაზე „Agile Spirit 2015“ დასასწრებად ჩამოვედი. განვიხილეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის საკითხიც, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოსთან თავსებადობის მიღწევაში დაეხმარება“,- განმარტა ლასლო ჟაბომ.
ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის და მისი დაქვემდებარებული შტაბების წარმომადგენლები საქართველოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოწვევით ჩამოვიდნენ.