უცხოეთი
ოდესის ახალი ვიცე-გუბერნატორი მარია გაიდარი 2008 წელს საზიზღარს ეძახდა თავის ამჟამინდელ შეფ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აფორმებს

1-gaidar-zar-1-anსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. 2008 წელს რუსი ოპოზიციონერი მარია გაიდარი ასეთ კომენტარს უკეთებდა საქართველოში არსებულ სიტუაციას: „დიახ, საზიზღარია სააკაშვილი, თუმცა, მთლიანობაში ქართველები საკმაოდ კარგად გამოიყურებიან დანარჩენი კავკასიისა და ამიერკავკასიის ფონზე“.

ოდესის ოლქის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურა დაიწყო. ეს ინფორმაცია ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თანამშრომელმა დენის სამიგინმა გაასაჯაროვა. მისი სიტყვები მოჰყავს გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“. უკრაინის კონსტიტუციით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია, აღნიშნავს გაზეთი. „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესში იმყოფება“, - ციტირებს სამიგინს გამოცემა.