უცხოეთი
ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა ამიერკავკასიაში ტურნე სომხეთისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაპირებითა და რუსეთის მისამართით კრიტიკით დაიწყო

1-evro-zar-2-anსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. საქართველო - მეორე გაჩერებაა ტუსკის სამდღიან ტურნეში ამიერკავკასიაში, მოლაპარაკებები მან ორშაბათს ერევანში დაიწყო. საქართველოს შემდეგ ის აზერბაიჯანსაც ეწვევა. საქართველოს ტუსკმა პარტნიორობის ლიდერი უწოდა, რადგან მან შარშან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას. სომხეთმა 2013 წლის სექტემბერში უარი თქვა ანალოგიური დოკუმენტის ხელმოწერაზე და რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის  ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანდა. აზერბაიჯანს, თავის მხრივ, არასოდეს მოუხდენია მზაობის დეკლარირება, ემუშავა ასოციაციის შესახებ შეთანხმებაზე. თუმცა, არც ერევანს და არც ბაქოს უარი არ უთქვამთ „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობაზე.

ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ საუბრისას, ტუსკმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი დიდ პატივს სცემს ერევნის არჩევანს, არ მიიღოს ასოციაციისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება, თუმცა, ამავდროულად, მზადაა გააღრმავოს თანამშრომლობა. „უვიზო რეჟიმი საბოლოო მიზანია“, - ასე დაახასიათა მან სავიზო პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობის პროცესი. საქართველოს ასევე შეუძლია უვიზო რეჟიმის იმედი იქონიოს, თუ გააქტიურებს ბრძოლას კორუფციასა და ნარკოტიკების გავრცელებასთან, - განაცხადა ტუსკმა.