პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: “შსს-ს გაყოფა, რომელიც სულ ახლახან მოხდა, კოალიციის დაპირებებში შედიოდა… პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება”

1-biZina-polit-1საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„...ოპოზიციას ჰგონია, რომ ყოველთვის უნდა აკრიტიკოს. კარგია, ცუდია, ყოველთვის უნდა თქვას ცუდი, როგორიც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მე მგონია, რომ აქაც ცოტა განვითარება გვაკლია. ოპოზიციამ უნდა გაბედოს კარგზე კარგის თქმა, ცუდი აკრიტიკოს და უკეთესი გზები აჩვენოს.

...კი ბატონო იქ კითხვებია, პოლემიკის საგანია, ეს პარლამენტში შევა კიდევ, ვენეციის კომისიის დასკვნებს შეუძლია საზოგადოება გაეცნოს. იცით შსს გაიყო, რასაც დიდი ხანია ითხოვდნენ და .. ეს შედიოდა ჩვენს დაპირებებში, ჯერ საარჩევნო პერიოდი არ დასრულებულა.

არ დაგიმალავთ "თეთრი საყელოს" პრინციპის დაცვითაც დავინტერესდი, წინასწარ პატიმრობაზე იქნებ იმსჯელონ, ის რომ მოწმე დაიკითხოს სასამართლოში და .. რაც წინ გადადგმული ნაბიჯია რეალურად და არა, ფორმალურად, როგორც ამას წინა ხელისუფლება თვალის ასახვევად აკეთებდა და ამის მსგავსს არაფერს აკეთებდნენ.

ეს ყველაფერი კეთდება და შეიძლება იმაზე მეტიც მოასწროს ხელისუფლებამ და გააკეთოს, მე მხედველობაში მაქვს კანონშემოქმედება, რაც უნდა შეგვეცვალა. ვალად გვრჩება კონსტიტუცია და კონსტიტუციის მოწყობა. მაგის განხილვასაც, როგორც ვიცი, აპირებენ და იწყებენ.

როდესაც საუბრობენ, რომ არ შესრულდა და მე მიხსენებენ, მაშინაც ვთქვი, როცა ხელისუფლებიდან წამოვედი, რომ მე ხელისუფლების დაპირებებზე პასუხისმგებლობა მაქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება. ჩვენ დღეს გვყავს სახალხო ხელსუფლება და ჩემი აზრით გვყავს კარგი პრემიერი, პარლამენტის კარგი თავმჯდომარე და არაფერი იმის მსგავსი არ ისმის, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის აუცილებლობა გახდეს საჭირო“, - განმარტა, კერძოდ, ივანიშვილმა.