„დღეს ჩვენ ვხსნით საქართველოში პირველ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს, - ეს არის 230-მილიონიანი პროექტი, რომელიც აშენდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით. მისი სიმძლავრე 237 მეგავატია და იგი ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ამ თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისა,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, სადგურის მშენებლობა გასული წლის იანვარში დაიწყო და იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე სამი თვით ადრე დასრულდა. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტია დადგმული სიმძლავრეც. პრემიერ–მინისტრმა პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა თბოელექტროსადგურის მშენებელ კომპანიას - უმსხვილეს თურქულ კომპანია „ჩალიკ ენერჯის“. გარდაბნის თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.