უცხოეთი
ამერიკის ბიჭუნამ გამოძახებით, სააკაშვილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და მზად არის „სიცოცხლე დათმოს“ საქართველოსთვის, რომლის მოქალაქეობაზეც უარი თქვა!

1-americ-zar-1-an-mtსაქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის გუბერნატორმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა კერძო მიმოწერა მოლდოვური გაზეთი „ზიარულ ნაციონალ“-ის რედაქტორთან.

ბატონო სააკაშვილო, მოგესალმებით. მე მოლდოვური გაზეთი „ზიარულ ნაციონალ“-ის რედატორი ვარ. ბატონო სააკაშვილო, კიშინიოვში დადის ხმები, რომ თქვენ მოლდოვას პრემიერი გახდებით. ეს სიმართლეა? რა კომენტარს გაუკეთებდით ამ მითქმა-მოთქმას? ამის თაობაზე ვინმეს ესაუბრეთ მოლდოვაში?“ - მიწერა ოდესის ოლქის გუბერნატორს მარიანა რატამ.

რაზეც, ოდესის გუბერნატორმა მიუგო: „მე საჯარო მოხელე არ გახლავართ გამოძახებით. უკრაინაში იმიტომ ვიმყოფები, რომ საქართველოსავით მიყვარს და ასევე საკუთარ სახლად მივიჩნევ და თუ საჭირო გახდება, უყოყმანოდ დავთმობ მისთვის ჩემს სიცოცხლეს. ასე რომ, არავითარი თანამდებობები სხვა ქვეყნებში არ მიზიდავს“.

ამასთანავე, ამერიკის ბიჭუნა სააკაშვილმა გამოძახებით, რომელიც მზადაა „სიცოცხლე დათმოს“ საქართველოსთვის, რომლის მოქალაქეობაზეც უარი განაცხადა, ხელი მოწერა მემორანდუმს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბილ ბრაუნფილდთან, რომლის თანახმადაც, აშშ დაეხმარება ოდესას საბაჟოს რეფორმირებაში, ადმინისტრაციულ მომსახურებაში და ვოლონტიორებისათვის უფასო იურიდიული მომსახურების გაწევაში.

პირველი ასეთი მემორანდუმის ხელმოწერას, ცალკე აღებული უკრაინის რეგიონის დონეზე, დაესწრნენ ამერიკელი პოლიციელები კალიფორნიის შტატიდან, რომლებიც ოდესის ახალ პატრულს წვრთნიან. ჯონ კერის მოადგილე ბილ ბრაუნფილდმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მთლიანად უჭერს მხარს კორუფციაზე შეტევას ოდესაში.

1-americ-zar-1-an-qvem